აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვაში არტურ რასიზადე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს, რომელიც წარმატებით ვითარდება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერების თანამშრომლობა და ტრადიციული კავშირები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მოძმე ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მილოცვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი
შემდეგი სტატიაუილიამ ლაჰიუ: ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ