აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრები დღეს დილიდან საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

აზერბაიჯანელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოში ის აზერბაიჯანელი დეპუტატები იმყოფებიან, რომლებიც ამავე დროს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან.

დეპუტატის ცნობით, აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრების მოწვევით იმყოფებიან.

“მნიშვნელოვანია, როცა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან. ბევრი საერთო საკითხია გადასაწყვეტი, სადაც მთავრობასთან ერთად მონაწილეობას პარლამენტიც უნდა იღებდეს. ჩვენი შეხვედრები ინტენსიური იქნება”, – დასძინა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე – პროკურორი
შემდეგი სტატიაშს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა – ომბუდსმენმა უწყების ხელმძღვანელისგან დაპირება მიიღო