აზერბაიჯანის კინოთეატრებში ,,ალი და ნინო,, გამოვა

14360475_642728845887306_1250829726_oაზერბაიჯანული მედიის ცნობით, დიდი მოლოდინის შემდეგ ქვეყნის კინოთეატრებში 6 ოქტომბრიდან გამოვა მხატრული ფილმი ,,ალი და ნინო,, რომელიც აზერბაიჯანელი მწერლის, მაგომედ ასადბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა.
ფილმში აღწერილია აზერბაიჯანელი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის ისტორია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში, კავკასიაში მნიშვნელოვანი ისტორიული პერიპეტიების ფონზე ვითარდება.

ფილმის პროდიუსერი გახლავთ ილჰამ ალიევის ქალიშვილი ლეილა ალიევა, სცენარისტი კრისტოფერ ჰემპტონი, რეჟისორი აზიფ კაპადია. ფილმში მონაწილეობენ: ადამ ბაკრი, მარია ვალვერდე, ჰალიტ ერგინჯი, მენდი პეტინკინი, კონი ნილსონი, რიკარდო სკამარჩიო, ჰუმაიონ ერშარდი და სხვები. ფილმის აზერბაიჯანული პრემიერა ბაქოში – აზერბაიჯანულ ენაზე შედგება.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პირველი ჩვენება აშში შედგა 2016 წლის თებერვლის თვეში.

14285536_642728799220644_861518486_o

banner
წინა სტატიაშილონდონში აფხაზური აჯიკა გამოუშვეს
შემდეგი სტატიათუ ობამა მენინგს შეიწყალებს,ასანჟი მზადა სასამართლოს წინაშე წარსდგეს