აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს. ჟურნალისტი საქართველოში მეგობრებთან სტუმრად მიდიოდა, თუმცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

ოფიციალური სტრუქტურები დაკავების მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ჟურნალისტი საზღვარზე დახლოებით ღამის 4 საათისთვის გააჩერეს და განუმარტეს, რომ ის ძებნაში იყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კამრან მაჰმუდოვი „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულ ოფისთან თანამშრომლობდა. „რადიო თავისუფლების“ ოფისის დახურვის შემდეგ კი, ბოლო წლებში ონლაინ არხის „კანალ 13“-სთვის მუშაობდა. მანამდე, 2 ივნისს, აზერბაიჯანული პრესის ცნობით, დააკავეს ამავე ონლაინ არხის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელიც, რომელსაც პროკურატურა არაკანონიერ მეწარმეობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას სდებს ბრალს.

გავრცელებული ინფორმაციით,ჟურნალისტი დღესვე გაათავისუფლეს ყაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან.საინფორმაციო სააგენტო „ტურანს“ ამის შესახებ თავად ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა აცნობა პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა