აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მიმავალ სატვირთო მანქანაში 141 კგ ჰეორინი აღმოაჩინეს

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მიმავალ სატვირთო მანქანაში დიდი რაოდენობით ჰეორინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სატვირთო მანქანა აზერბაიჯანში ირანიდან შევიდა. სატრანსპორტო საშუალება ტაჯიკეთის 31 წლის მოქალაქეს ეკუთვნის. მანქანის შემოწმების დროს მებაჟეებმა სამალავში 141 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

სატვირთო მანქანის მძღოლის თქმით, ის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გეგმავდა ჩასვლას.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპარლამენტში “უბლოკო სტატუსის” შესახებ ინიციატივას განიხილავენ