აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის ხეობა დატოვეს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილე აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეხანძრე -მაშველებმა საქართველო დატოვეს.

ბორჯომის ხეობაში რჩება ერთი ბელარუსული ვერტმფრენი, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ბელარუსული ვერტმფრენი საქართველოს დღეს დღის განმავლობაში დატოვებს.

ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ადგილზე რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების 1000-მდე წარმომადგენელი, სპეც ტექნიკა და თავდაცვის სამინისტროს ასეული. მუშაობას აგრძელებს საგანგებო შტაბიც.

banner
წინა სტატიაშიცესკო: ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაქართველოში 110 000-მდე მარიამი ცხოვრობს