აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მისული.

აქციაზე მყოფმა ჟურნალისტის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ წარუდგინა აფგან მუხტარლის პასპორტი და მისთვის გაუგებარია, როგორ დაუშვეს ეს ფაქტი ქართველმა მესაზღვრეებმა.

„ჩემი ქმარი გუშინწინ დააკავეს თბილისში და აზერბაიჯანში გადაიყვანეს ყველანაირი საბუთისა და პასპორტის გარეშე. ის მიიყვანეს აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. დღეს იქნება სასამართლო განხილვა. მინდა, საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრა, სირცხვილია, რადგან მათ სიტყვის თავისუფლება გაწირეს. მათ მიართვეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ამ ქვეყანას ყველანაირი დასაბუთებისა და მიზეზის გარეშე. ვფიქრობ, ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას, ასე არ უნდა იქცეოდეს”-აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმღვანელის ნატა ძველიშვილის განმარტებით, ისინი შეეცდებიან, ქარტიის წევრ და არაწევრ ჟურნალისტებს ყურადღება მიაპყრობინონ ამ თემაზე და მისი გაშუქება შედეგის მიღწევამდე არ შეწყვიტონ.

​აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.​ მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური : აფგან მუხტარლი​ „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე : ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი