ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-წითელხიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, მერსედესის მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. ავტომანქანაში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ცისნამი საყვარლიშვილი სილამაზის კონკურსიდან პოლიტიკაში მიდის
შემდეგი სტატიაცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა