ავტოსაგზაო შემთხვევას გრიგოლეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ გრიგოლეთთან “შკოდას” მარკის ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგა საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიასადის რეჟიმმა სკოლის ბავშვები დახოცა
შემდეგი სტატიათურქეთი საკუთარი მარკის ავტომობილს გამოუშვებს