ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

Crime Scene

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვეძისში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულია 26 წლის ახალგაზრდა, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, თავის არეში არსებული დაზიანებების გამო მას რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა.

შსს-ს ცნობით, მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შესაბამისად მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიუნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს დირექტორი იყო – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიადღეს მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, მედიის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ