სენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარ ავარიას ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად 6 ადამიანია დაშავებული და ერთი გარდაცვლილი.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბერდია კალანდია