ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან

ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან – ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუფასო ფაკულტეტებზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა
შემდეგი სტატიაინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირები