,,ავტომობილი ვიდრე ჩვენს მაღაზიაში შემოვარდებოდა, იქამდე ორ მანქანას დაეჯახა”

აღმაშენებლის ხეივანში, ავეჯის მაღაზიაში „ბელისა“ „ლექსუსის“ მარკის ჯიპი შევარდა, რის შედეგადაც ჩამსხვრეულია ავეჯის სახლის ვიტრაჟი და დაზიანებულია მაღაზიის შოურუმში არსებული ავეჯი.

როგორც ჟურნალისტებს  ავეჯის მაღაზიის მენეჯერმა პაპუნა კაციტაძემ განუცხადა, მანქანა ვიდრე მაღაზიაში შევარდებოდა, იქამდე ორ ავტომობილს დაეჯახა. კაციტაძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად მაღაზიას რამდენიმე ათასი ლარის ზიანი მიადგა, თუმცა ზარალს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს.

„ავტომობილს მართავდა 40 წლამდე ქალი. ავტომობილი ვიდრე შემოვარდებოდა, მანამდე ორ მანქანას დაეჯახა. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა გახდა ამ ინციდენტის მიზეზი. მძღოლი მანქანიდან რომ გადმოვიდა, კონტაქტური იყო. მანქანის შემოვარდნის დროს შოურუმის იმ ნაწილში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა“, – განაცხადა პაპუნა კაციტაძემ.

WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის სანაპიროზე 6-ბალიანი შტორმი ფიქსირდება
შემდეგი სტატიაარჩევნები “ადვოკატთა ასოციაციაში” – ზაზა ხატიაშვილი და დავით ასათიანი კოლეგების კრიტიკას პასუხობენ