ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირების ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. რეფორმაში 30 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.

ტექდათვალიერების ფასი საზოგადოების შემოსავლის დონის გათვალისწინებით დადგინდება. – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ტექდათვალიერების შემოღებას დროულ გადაწყვეტილებად აფასებს. “საქართველოში ყველა თანხმდება, რომ ძველი ავტოტრანსპორტის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მანქანები იწვევენ ჰაერის დაბინძურებას, ზოგადად, ქვეყანაში, ჰაერის დაბინძურების 70% მოდის ავტოტრანსპორტზე”, – უთხრა “პირველს” გელა კვაშილავამ.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2004 წელს გაუქმდა. მისი ფასი 40 ლარს შეადგენდა.
A2

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში პილოტებისადმი ცრუ ბრძანებების მიცემის ფაქტებს გამოიძიებენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გათავისუფლების საკითხს უკრაინის მთავრობა 9 ნოემბერს განიხილავს