ავტომაიდანი კიევში – სააკაშვილის მხარდამჭერები ლუცენკოს სახლისკენ დაიძრნენ

კიევში საპროტესტო მსვლელობა – ავტომაიდანი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საკუთარი ავტომობილებით პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც კოლონა უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლისკენ დაიძრა.

უკრაინის გენერალური პროკურორი კიევთან ახლოს, ე.წ. ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც აქციის მონაწილეები სპეციალურად მომზადებული ე.წ. კორუფციის დროშით მიდიან, რომ უკრაინის მოსახლეობამ ნახოს, სად ცხოვრობს, მათი შეფასებით, კორუფციის მფარველი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წუხელ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის წერილი უკრაინის მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაპრემიერი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს