ავტოავარიის დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებენ

აქცია ბათუმის სასამართლოსთან – ავტოავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ და 26 წლის მანუჩარ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

მათი ინფორმაციით, 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ ბორცვაძემ მძიმედ დაშავებული პოლიციელი ადგილზე მიატოვა და მიიმალა. ის გორში დააკავეს.

კოჩალიძის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეს მაღალჩინოსანი მფარველობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ელისაშვილმა რაც თქვა, ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი