ავტოავარია შროშასთან- გარდაცვლილია წალენჯიხის მკვიდრი

რამდენიმე წუთის წინ, ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშასთან ავტოავარია მოხდა. თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა მანქანა გააჩერა და გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად აპირებდა გადასვლას, რა დროსაც მას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. წალენჯიხის მკვიდრი  გ.კ   ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ