ავთანდილ ხურციძეს ჩემპიონის ტიტულის სტატუსი შეუჩერდა

ავთანდილ ხურციძეს WBO ვერსიით მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის ქამარი არ ჩამორთმევია, – ამის შესახებ განცხადება სპორტსმენის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„უბრალოდ მას შეუჩერდა მოქმედი ჩემპიონის სტატუსი და WBO-ს საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონის ტიტული შესაბამისად დღეს ვაკანტური გახდა“, – ნათქვამია სპორტსმენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშილუკა მოდრიჩი დაპატიმრებულია
შემდეგი სტატიავენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მოდელს აკრიტიკებს