ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.
ავთანდილ ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ასევე საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე ადგილზე ნუგზარ ტატალაშვილი და 44-ე ადგილზე ადამ ოქრუაშვილი. სხვა ქართველი ძიუდოისტები 50-ეულში არ არიან.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალს დაესწრება