ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებს ცუდი წებოს გამო გადაიტანენ

ავსტრიაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, როემლიც 2 ოქტომბერს არის დანიშნული, შესაძლებელია უხარისხო წებოს გამო, რომელიც ფოსტით კენჭისყრისთვის გამოიყენება, გადაიტანონ – “ბიბისი” წერს.
ადგილობრივი მედიის თქმით, ამომრჩევლებმა იმაზე დაიჩივლეს, რომ ბიულეტენების საიმედოდ დაწებება შეუძლებელია, რაც ბიულეტენს გააბათილებს.
ავსტრიის შს მინისტრის, ვოლფგანგ სობოტკას თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2 ოქტომბრამდე, დიდი ალბათობით, შეუძლებელია და დაამატა, რომ ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ორშაბათს გააკეთებს განცხადებას.

banner
წინა სტატიაშისირიის იდლიბში ამოუცნობმა ავიაციამ თავდასხმა განახორციელა
შემდეგი სტატიაბარბარა სტრეიზანდმა დონალდ ტრამპზე სატირული სიმღერა შეასრულა