ავსტრიის ქალაქში გეები მოხსნეს შუქნიშნებიდან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 17:36

ავსტრიის ქალაქში გეები მოხსნეს შუქნიშნებიდან

ავსტრიის ქალაქში გეები მოხსნეს შუქნიშნებიდანავსტრიის ქალაქმა ლინცმა უარი განაცხადა ისეთი შუქნიშნების დამონტაჟებაზე, სადაც ერთსქესიანი წყვილებია გამოსახული – წერს ბიბისი.

“შუქნიშნები საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად არსებობს და არა იმისთვის, რომ რჩევები მისცლს ხალხს როგორ იცხოვრონ” – განაცხადა ადგილობრივმა მთავრობამ.

“მწვანეებმა” გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს.
ბიბისი ნიუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტ-მომხმარებლები თვლიან, რომ გადაწყვეტილება ქალაქის იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ზალცბურგსა და ვენაში გეი-შუქნიშნები აგრძელებენ მუშაობას. ავსტრიის დედაქალაქში მათი დამონტაჟება 2015 წლის მაისში მოხდა.

ავსტრიაში გეი-ქორწინება აკრძალულია, თუმცა, 2010 წლიდან შესაძლებელია ლგბტ-თემის წყვილებად დარეგისტრირება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 17:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics