ავსტრიის კანცლერი გადადგა

ავსტრიის კანცლერი გადადგა

აავსტრიის კანცლერმა, ვერნერ ფაიმანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ის წარმოადგენს, აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა.
ფაიმანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოსტზე ვერ დარჩება მაშინ, როცა არა აქვს საკუთარი პარტიის სრული მხარდაჭერა.
გასულ კვირას, პირველი მაისის დემონსტრაციაზე, მონაწილეებმა ფაიმანს სტვენა აუტეხეს.
აპრილში არჩევნებზე წარმატებას მიაღწია უკიდურესად მემარჯვენე პარტიამ, რომლის ლოზუნგია იმიგრაციის აკრძალვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი
შემდეგი სტატიასოფელ ატენში სტალინის ძეგლი დადგეს