ავსტრიაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

ავსტრიაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

ავსტრიაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნაავსტრიის მთავრობამ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა – ქვეყნის ფედერალურმა კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა.
ახლა უკვე თარიღი ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირება გაუკეთა მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს იმის გამო, რომ კენჭისყრის პროცესში ბევრი სამართალდარღვევა აღმოაჩინეს.

ავსტრია საპარლამენტო ქვეყანაა და პრეზიდენტის ფუნქციები უფრო მეტად სიმბოლურია, თუმცა, ფორმალურად, ზუსტად მას ეკუთვნის რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის დანიშვნისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება.

banner
წინა სტატიაშიმადონა კენიის პრველ ლედის შეხვდა
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ლიდერი სულხან მოლაშვილის წამების საქმის დეტალურ გამოძიებას და ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს