ავსტრალიაში გამყინვარების დროინდელი სახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა, რომლებიც დამპირის არქიპელაგში მუშაობენ, ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთით, ქვის სახლები აღმოაჩინეს, რომელიც 9 ათასი წლის არის – აღმოჩენაზე The Guardian-ი წერს.
მრგვალი ფორმის სახლის ქვის ფუნდამენტი როზმარიში იპოვეს, რომელიც არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულია. მეცნიერების თქმით, შენობა სანაპიროზე იდგა. როცა უკანასკნელი ყინულის პერიოდი დასრულდა, ოკეანის დონე ყოველ 5-10 წელიწადში დაახლოებით 10 მეტრით მატულობდა. ისინი, ვინც ამ სახლებში ცხოვრობდნენ, რაღაცნაირად უნდა შეგუებოდნენ ახალ პირობებს. მიმდინარე ეტაპზე არქეოლოგები სახლის განთავსების სქემას სწავლობენ, რომ გაიგონ, როგორ წყვეტდნენ ადრე ადამიანები სივრცის უკმარისობის პრობლემებს.

აღნიშნული ადგილიდან დასავლეთით 100 კილომეტრის მიმართულებით, ადამიანის უფრო ძველი კვალია აღმოჩენილი, რომლის ასაკი დაახლოებით 50 ათასი წელია. მეცნიერები გეგმავენ იმას, რომ აღმოჩენა იუნესოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს.
უკანასკნელი გამყინვარების პერიოდი 110 ათასი წლის წინ დაიწყო და დასრულდა დაახლოებით 9 ათასი წლის წინ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძემ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი, ნინო წილოსანი წარადგინა
შემდეგი სტატიამექსიკურმა ბანდამ პოლიციის თვითმფრინავი ჩამოაგდო