ავსტრალიაში 150 დელფინი გამორიყა წყალმა

ავსტრალიის სანაპიროზე დაახლოებით 150 დელფინი გამოირიყა – მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. დელფინები დღეს დილით ადრე პერტადან დაახლოებით 300 კმ-ში შენიშნეს, მათგან ნახევარი აღმოჩენის მომენტისთვის მკვდარი იყო – აცხადებენ დასავლეთ ავსტრალიელი ჩინოვნიკები ამბობენ.
“შეძლებენ თუ არა ისინი ზღვაში დაბრუნებას, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ძალა შერჩათ, ასევე, ამინდზე – ქარზე და შესაძლოა, წვიმაზეც” – ავსტრალიის ეკოლოგიური უწყების წარმომადგეენლმა ჯერემი ჩიკმა თქვა.
ამ მომენტისთვის ავსტრალიის სანაპიროზე ათობით მაშველი მუშაობს.
ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს საბანაოდ წყალში არ ჩავიდნენ – დელფილები, შესაძლებელია ზვიგენებმა შენიშნეს და ცურვა სარისკო აღმოჩნდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, რამ გამოიწვია დელფინების მასობრივი გამორიყვა.

banner
წინა სტატიაშიორი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედმა სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიასავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა