ავიაკომპანია “აირზენამ” შესაძლოა 2015 წლიდან აღარ იფრინოს

airzena

airzenaკომპანიის გენერალური დირეტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ 15-20 იანვრამდე ყველა ბილეთი კომპანიას გაყიდული აქვს, შესაბამისად, ფრენები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
თუმცა მისივე ინფორმაციით, 15 იანვარს დაგეგმილია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი და თუ არ შეიცვლება ორივე მხრიდან 18 -18 სიხშირის პრინციპი, “აირზენა” ფრენებს სრულად შეაჩერებს. “შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოცნება აუხდება”-აცხადებს ზაუტაშვილი.

ავიაკომპანია “აირზენას” გენერალური დირექტორი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა საქართველოს და რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შორის ადგილი აქვს დიდ გარიგებას, რათა რუსულ ავიაკომპანიებს შეუზღუდავად ფრენის შესაძლებლობა მიეცეს. შედეგად დგება საშიშროება, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა ბაზარი ყველა მიმართულებით აიღონ და ქართული ავიაკომპანიები გააკოტრონ.
2015 წლის იანვრის ბოლომდე ქართული და რუსული ავიაკომპანიები კვირაში 18 რეისს მოსკოვსა და თბილისს შორის შეასრულებენ. მოლაპარაკებები ორ დედაქალაქს შორის ავიამიმოსვლის ორგანიზების მიზნით 24 და 25 დეკემბერს გაიმართა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსულმა და ქართულმა ავიაკომპანიებმა 2015 წლის იანვრის ბოლომდე კვირაში 18-18 რეისის შესრულების უფლება მიიღეს იმის საფუძველზე, რომ ავიაკომპანიებმა უკვე გაყიდეს ბილეთების შესაბამისი რაოდენობა.
“აირზენას” ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი “აეროპფლოტს” ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსულმა კომპანიებმა ქართული ბაზარი მთლიანად დაიკავონ.”

15 იანვარს იგეგმება რუსეთის ხელისუფლების წარმოამდგენლების ვიზიტი,ალბათ 18 სიხშირე აღარ ჰყოფნით და 24-25 სიხშირეს მოითხოვენ. ეკონომიკის სამინისტრომ თითი დაუქნია ავიაკომპანია “აირზენას” და ხელი გაუწოდა რუსეთის ავიაკომპანიებს. ჩვენი ბედი გადაწყვიტეს ჩვენს გარეშე და გადაწვიტეს ისე, რომ ვერდიქტად 18 სიხშირე გამოგვიტანეს”-აცხადებს ზაუტაშვილი.

banner
წინა სტატიაშითებერვალში ველოდოთ ან ლარის გაუფასურებას, ან ფასების ზრდას
შემდეგი სტატია“ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა”