ავიაიერიშებს სირიის ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ დასახლებაში 3 ადამიანი ემსხვერპლა

 

ავიაიერიშებს სირიის ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ დასახლებაში 3 ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტებმა დაბომვის შემდეგ გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელშიც ასახულია როგორ ამოჰყავთ ნანგრევებიდან დაჭრილი მცირეწლოვანი ბავშვები. იერიში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტრიაზე განხორციელდა. ქალაქის ამ ნაწილს ძირითადად სირიისა და რუსეთის ავიაცია ბომბავს. პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმების ამსახველი ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა და ირწმუნება, რომ მოიერიშეებმა დეირ ალ ზურში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მეუღლე არის ორსულად, ასევე ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ხობის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა