ავიაგადამზიდავი კომპანიები ტოვებენ რუსეთს

მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში

rusetis-mosaxleobaთუ რუსეთის მოქალაქეები ადრე თავის შვებულებას, დასვენების დღეებს თუ დღესასწაულებს საზღვარგარეთ ატარებდნენ, კრიზისის შემდეგ, რომელიც რუსეთში შარშან დაიწყო, ეს შესაძლებლობა შეიძლება აღარ ექნებათ. თუმცა ეს უფრო გავრცელდება საშუალო შეძლების ადამიანებზე, რომელთა ბიუჯეტზე მკვეთრად აისახა რუბლის კურსის ვარდნა და საერთოდ, ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთში.

რუსეთის კრიზის ევროპაზეც აისახა. თუ შარშან რუსეთის მოქალაქეები მაინც დიდი რაოდენობით ჩადიოდნენ ევროპაში, წელს შესამჩნევად შემცირდა. მაგალითად, გერმანიის ტურისტულ სააგენტოებში იყო ცალკე მიმართულება, რომელიც მუშაობდა რუს ტურისტებზე და დამსვენებლებზე, მაგრამ იქ პროგნოზირებენ, რომ მასიური ტურიზმი რუსეთიდან მალე ისტორიას ჩაბარდება. ამიტომ ტურისტული კომპანიები აპირებენ შექმნან მიმართულება, რომელიც გათვლილი იქნება მხოლოდ მდიდარი რუსების მომსახურებაზე, მათზე, ვინც კრიზისის დროსაც არ აპირებს უარი თქვას დროსტარებასა და დასვენებაზე ბადენ-ბადენში, მიუნხენში და საერთოდ, საზღვარგარეთ.

ყველაზე ძლიერი დარტყმა კრიზისმა მიაყენა რუსეთის ცენტრალური თუ შორეული რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც პირდაპირი რეისებით დაფრინავდნენ ევროპაში. მათ არ უხდებოდათ მოსკოვიდან ან პეტერბურგიდან გადაფრენა. კრიზისის შემდეგ ბევრმა დასავლურმა კომპანიან სწორედ რუსეთის პროვინციებიდან დაიწყო თავისი რეისების გაუქმება.
რუსეთიდან წასვლას აპირებს გერმანიის ერთ ერთი უდიდესი გადამზიდავი კომპანია აერ-ბერლინი, რომელიც დიუსელდორფიდან, ბერლინიდან მოსკოვში და პირიქით დაფრინავს, უკვე წავიდა ამერიკული კომპანიები დელტა, ამერიკენ ეირლაინს, სკანდინავიური ნაციონალური გადამზიდავი სას, ტაილანდური ტაი, ჩინური და სხვები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებს, რომ მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოში აღარ იქნება ტოტალური მოსმენები
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთი მონაწილეობდა საბერძნეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე