ავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა

ავღანეთში, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე, ავღანელმა ჯარისკაცმა ამერიკელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად, სამი ჯარისკაცი დაიჭრა და სამივე სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
„ჰილმენდის პროვინციაში, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ავღანელი ჯარისკაცის მერ გახსნილი ცეცხლის შედეგად. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ,“ – იუწყება ნატო-ს „ტვიტერის“ ოფიცალური გვერდი.
ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში„დაკავებისას მუხლებზე იდგა და უმოწყალოდ სცემდნენ!“ – ელისო კილაძის ემოციური პოსტი
შემდეგი სტატიაისრაელმა სირიის საჰაერო თავდაცვის რაკეტების განადგურების პირობა დადო