ავღანეთში ნატო-ს მისია “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

ნატო-ს მისია ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერა” 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ასეთი გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. უახლოეს თვეებში ცნობილი გახდება, ნატო-ს მისიის მონაწილე რამდენი სამხედრო დარჩება ავღანეთში 2017 წელს.

ამას გარდა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსება 2020 წლამდე გააგრძელონ.

“ჩვენი გზავნილი მკაფიოა. ავღანეთი არ დარჩება მარტო ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანია”, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” მონაწილე ქვეყნებს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის. იენს სტოლტენებრგი ასევე მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ბოლომდე აშშ-ი ავღანეთიდან ნაკლებ სამხედროს გაიყვანს, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. 2017 წლიდან ავღანეთში 8400 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. თავდაპირველი გეგმით კი გათვალისწინებული იყო, რომ 2017 წელს ავღანეთში 5500 სამხედრო დარჩებოდა.

იენს სტოლტენებერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს ავრანეთის მხარდაჭერას, თუმცა ავღანეთი დღეს განიცდის სერიოზულ არასტაბილურობასა და ძალადობას.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენიაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ავღანეთმა რეფორმებში პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ.

banner
წინა სტატიაშიქალაქ რუსთავში მაჟორიტარობისთვის ნაციონალური მოძრაობიდან დავით კირკიტაძე და მამუკა ჩიქოვანი იბრძოლებენ
შემდეგი სტატიავაშინგტონმა ევროპას მოუწოდა ანტირუსული სანქციების გამო შექმნილ სირულეებს შეეგუონ