ავღანეთში მყოფი ქართველი მოსამხურეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას პირველ ოქტომბერს მისცემენ

ცესკო-მ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი დაამტკიცა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, განკარგულების თანახმად, ავღანეთში გაიხსნება 2 საარჩევნო უბანი.

“ბაგრამის საარჩევნო უბანი; მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს საღამოს 8 საათის შემდგომ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ცესკო-მ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის. მათ შორის დამკვირვებლების და მედიის არჩევნებში მონაწილეობის წესი”, – განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა
შემდეგი სტატიამოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია