ავღანეთში “ისლამური სახელმწიფოს” ათეულობით მებრძოლი მოკლეს

სააგენტო „Khaama Press“-ის ინფორმაციით, სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის დროს, სულ მცირე 41 ტერორისტის, მათ შორის დაჯგუფების ადგილობრივი ლიდერისა და რამდენიმე უცხოელი მებრძოლის ლიკვიდირება მოხდა.

სპეცოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ ავღანეთში, ნანგარხარის პროვინციაში ჩატარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლიკვიდირებული უცხოელი ტერორისტების ეროვნება ამ ეტაპზე ვერ დგინდება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს შეხვდა