ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაშტი აღრის რაიონის სოფელ გულბულაკში სამთავრობო ძალებსა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა 12 ტერორისტი, ხოლო 17 კი დაიჭრა.
თალიბანებთან შეტაკების დროს სამტავრობო ძალების 1 ჯარისკაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა.
ზემოხსენებულ შეტაკებებთან დაკავშირებით, თალიბანს ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია.