ავღანელების ჯგუფი უკრაინიდან უნგრეთში ნავით გადასვლას ცდილობდა

ავღანელების ჯგუფი, 7 მამაკაცი და სამი ქალი, რომლებიც უკრაინიდან მდინარე ტისას გავლით ნავით უნგრეთში ცდილობდნენ შესვლას, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე უნგრელმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ამასთანავე, მესაზღვრეება იპოვეს და ჯგუფში დააბრუნეს ორი ავღანელი, რომლებიც წყალში გადავარდნენ. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მშრალი ტანსაცმელი მისცეს – უკრაინული მედია წერს. დაკავებულები ახლა უნგრეთში არიან, რამდენიმე დღეში მათ უკრაინულ მხარეს გადასცემენ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ვაგზლის ევაკუაციის მიზეზი სროლა გახდა
შემდეგი სტატიაგერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა