ავარია ვაკე-საბურთალოს გზაზე – ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

ავარია თბილისში – ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამივე ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც ცნობილია, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიას დაესწრება
შემდეგი სტატია19-დან 22 სექტემბრამდე ცხინვალის რეჟიმი ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს