წნორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი ელექტრობოძს დაეჯახა.
დაშავებული წნორის ,,არქიმედეს” კლინიკიდან თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.