ავარია ქუთაისში – დაღუპულია დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი

ქუთაისში, ბალახვნის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა თქმით, ხიდზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომაქანისთვის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ მანქანას, ხოლო შემდეგ დედას და შვილებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დედა და ერთი მცირეწლოვანი შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – საავადმყოფოში.
მომხდარზე საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშივერტმფრენის ჩამოვარდნას ნორვეგიაში, სავარაუდოდ 15 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მოძრაობა ივერია რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს