“ავარია მამაჩემის ბრალი არ ყოფილა”- რას ყვება გარდაცვლილი ტაქსისტის შვილი

გარდაცვლილი ტაქსისტის შვილის მტკიცებით, მომხდარი ავარია მამამისის ბრალი არ ყოფილა. ამის შესახებ გარდაცვლილის შვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევას პირადად არ შესწრებია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ტაქსის მძღოლის ბრალი არ იყო.

შეგახსენეთ, რომ სამტრედიის და აბაშიძის გზაგასაყარზე, სოფელ მარანში ავტომანქანას, რომელსაც დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის მძღოლი მართავდა, ავარია მოუვიდა. შემთხვევის დროს ავტომობილში სოზარ სუბარიც იმყოფებოდა. მინისტრის ავტომობილი ტაქსის შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო “ღია კარის” პოლიტიკის გადაწყვეტილებას მისალმება
შემდეგი სტატიაპენტაგონმა უკრაინის პრეტენზიას “ჩამოწერილი” ტექნიკის შესახებ უპასუხა