ავარია ყაზბეგის გამზირზე – მანქანა გაჩერებასა და ჯიხურებში შევარდა

ავარია ყაზბეგის გამზირზე – სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მანქანის მძღოლმა ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ ჯიხურებში შევარდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა. მოგვიანებით, ექიმის განმარტებით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონპროექტის ძველი ვერსია პრეზიდენტს ხელის მოსაწერად კიდევ ერთხელ გადაეგზავნა