ავარია გომბორზე – ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული

ავარია გომბორის უღელტეხილზე – თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტებიდან 12 ბავშვია. დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს.

დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ადგილზე გაეცნობა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანი დააკავეს