ავაკოვის შვილი სააკაშვილის საქმეზე: “მეც იგივეს მიპირებდნენ”

უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი, ალექსანდრ ავაკოვი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საპროცესო დარღვევებში მისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეს ერთმანეთს ადარებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ადვოკატების გარეშე წაუყენეს. შს მინისტრის შვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს მისთვისაც იგივეს გაკეთება სურდა.
“სააკაშვილის ადვოკატები უკვე ნახევარი საათია ყვებიან იმაზე, თუ როგორი ცუდები არიან პროკურორები იმის გამო, რომ მათ ბრალი ადვოკატების გარეშე წაუყენეს მას. მანამდე, მთელი ორი კვირის მანძილზე სააკაშვილის “ტუსოვკა” იმას იძახდა, რომ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში იურისპრუდენციის წმინდანები და ანგელოზები არიან. მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივი ჩემთვისაც იგივეს გაკეთებას აპირებდა: ადვოკატების გარეშე ბრალის წაყენებას” – წერს ალექსანდრ ავაკოვი.
NewsOne-ის ინფორმაციით, “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ შეეცდება მიხეილ სააკაშვიული გირაოთი გამოიყვანონ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება
შემდეგი სტატიაიური დერევიანკო: მიხეილ სააკაშვილს თავდებში 12 დეპუტატი უდგება