ავაკოვი: საქართველო პრორუსული ძალებისკენ სტაგნირებს და იქ დემოკრატია წარუმატებელია… (VIDEO)

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა, უკრაინული ტელევიზიით, თოქ-შოუ ,,შუსტერ ლაივში,, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობა, ქვეყანაში პრორუსული ძალების მოსვლისა და დემოკრატიის შეზღუდვის კონტექსტად შეაფასა…

გადაცემის მსვლელობისას, არსენ ავაკოვმა ბოდიში მოიხადა იმ ემოციების გამო, რომელზეც მისი და ოდესის გუბერნატორის შეხლა-შემოხლის ვიდეო-კადრები ჩანს… ამასთანავე  განაცხადა, რომ თავად სააკაშვილისათვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს… იმავე დროს,, ავაკოვი შეეცადა მისი ემოციური მოქმედებებისა და განცხადებების ახსნას… ,,ის, რომ სააკაშვილმა 63 წამის განმავლობაში   რაღაც მოიფიქრა და თქვა… იქ ჩემს ადგილზე ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო… მაგრამ როდესაც მე ვთქვი, რომ ,,შენ შენი ქვეყანა ცუდ სიტუაციამდე მიიყვანე,, … მე აქ ქსენოფობიური კონტექსტი არ მიგულისხმია… არც თქვენ ხართ უკრაინული ფესვებით და მეც სომეხი ვარ… მე აქ სხვა კონტექსტი ჩავაქსოვე… არის კონტექსტი იმ სამუშაოსი, რომელსაც მიხეილი საქართველოში ასრულებდა… ეს არის კონტექსტი, რომელმაც მიიყვანა იქმადე, რომ რბილად რომ ვთქვათ, საქართველო ახლა პრორუსული ძალებისკენ ძლიერად სტაგნირებს და ჩვენ იქ გვაქვს ძალიან აშკარა მაგალითი წარუმატებლობისა, დემოკრატიული სამყაროს თვალსაზრისით… და მე სრულიადაც არ მინდა, რომ ეს მეთოდები აქ გადმოიღონ,, აცხადებს ავაკოვი, რომელმაც ტელეეთერით სააკაშვილთან კონფლიქტზე და უკრაინაში ბოლო დროს აღმოჩენილ ,,ანტიკორუფციულ პოპულიზმზეც,, ისაუბრა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისუ-24-ის მონაცემების გაშიფრვა შეუძლებელია
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში მანათის დაცემის შემდეგ მაღაზიები იკეტება