ავაკოვი: პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინაში სააკაშვილის შესახებ

ავაკოვი: პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინაში სააკაშვილის შესახებ

avakoviუკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რჩევას არ საჭიროებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“პუტინი იუწყება და შეფასებებს არიგებს. ჩემი სააკაშვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, პუტინის გადასაწყვეტი არ არის უკრაინის საკითხები და არც უფლება აქვს მას რჩევები მისცეს. როგორმე გავალთ მისი რჩევების გარეშე”- განაცხადა შს მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს პრესკონფერენციაზე გამოთქქვა მოსაზრება, რომ სააკაშვილი “ავანტიურულად” მოქმედებდა ყოველთვის, რამაც საქართველოში ფატალური შედეგები გამოიწვია. მისი თქმით, სააკაშვილი იგივეს ახლა უკრაინაში აგრძელებს. “ახლა ეს მოღვაწეები აქტიურად ფუნქციონირებენ დამოუკიდებელ უკრაინაში. მათ მუშაობის სტილი არ შეუცვლიათ. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ, უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: თუკი პუტინი აკრიტიკებს სააკაშვილს, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
შემდეგი სტატიადავუთოღლუმ თურქი სამხედროების ერაყში ყოფნას ნორმა უწოდა