აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2016 წლის 27 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 420 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.500 პროცენტით, მაქსიმალური 11.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 11.749 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლეები ობიექტურები იქნებიან და ურთმელიძებრთა ოჯახში არ ჩაეწერებიან