დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსით არის დაბარებული აუდიტორია 115-ის წევრი, საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრაზე. გიორგი სოფრომაძე უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.
სოფრომაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი აუდიტორია 115-ის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საუბარია მიმდინარე წლის 9 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საზოგადოებრივ მაუწყებლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, ტელევიზიის შენობის ფოიეში შეიჭრნენ.