აუდიტორია 115-ის წევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს ხვდებიან

ზეწოლა სტუდენტებზე – აუდიტორია 115-ის წევრები საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს ხვდებიან.

115-ე აუდიტორიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც სტუდენტები ამბობენ, დაახლოებით 10-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათთან ოჯახებში მიდიან, ან ოჯახის წევრებს უკავშირდებიან.

“მაშინ, როდესაც კონკრეტული პირი აქტიურია და გარკვეულ მოძრაობებში იღებს მონაწილეობას და ამავდროულად მის ოჯახში ხდება შსს-ოს წარმომადგენლების ვიზიტები. ეს ცხადია არის საინტერესო დამთხვევა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ე.წ. ოდეერების და ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს დღეს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებიც დაგმობენ. ისინი საპროტესტო აქციას და მსვლელობას გამართავენ და მოითხოვენ როგორც ე.წ. ოდეერების დასრულებას საუნივერსიტეტო სისტემაში, ასევე უმაღლესი განათლების კანონში რეფორმირებას.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე დიდ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“
შემდეგი სტატიამუხიანში მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ქალის და ბავშვის გამოყვანა შეძლეს