„აუდიტორია 115″-ის წევრები მე-2 კორპუსში შევიდნენ

download-1„აუდიტორია 115″-ის წევრები მე-2 კორპუსში შედიან. კარი დაცვას ჩაკეტილი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, ადმინისტრაციის გადაწყვეტლიებით, კარი გააღეს.აქციის მონაწილეები საარჩევნო უბნების პიკეტირებას აპირებენ. ისინი მე-2 კორპუსში ორ სართულზე არიან გადანაწილებული. ერთი ნაწილი 218-ე, ხოლო მეორე ნაწილი 135-ე აუდიტორიასთან არის განლაგებული.

„აუდიტორია 115″-ის წევრები სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, რათა არჩევნები ჩაიშალოს.

თსუ-ს მე-2 კორპუსში 4 საარჩევნო უბანია განთავსებული.

 

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ამერიკის ყველა პრეზიდენტი და პირველი ლედი 1789 წლიდან მოყოლებული 2016 წლის ჩათვლით
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი ID ბარათების ალტერნატივაზე საუბრობს