“აუდიტორია 115” ქალდანთან ვიზიტს აანონსებს

“აუდიტორია 115”-ი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ვიზიტს აანონსებს. მათი შეფასებით, გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების შესაძლო დამზადებაზე დაწყებული გამოძიება მედიის მხრიდან შურისძიებაა. სტუდენტებს აინტერესებთ, ვინ გაიტანა უნივერსიტეტს გარეთ დოკუმენტაცია, რომელიც მათ პერსონალურ მონაცმებს შეიცავს.

“აუდიტორია 115”-ის წევრების მიერ გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების შესაძლო დამზადებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის დამზადებას, გასაღებას, გამოყენებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო.

banner
წინა სტატიაში„ზოგიერთები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებსაც ვფიქრობ, არც წაუკითხავთ ჩვენი საბჭოს განცხადება“ – ევა გოცირიძე
შემდეგი სტატიადღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა