“აუდიტორია 115” ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს და წყვეტს აქციას უნივერსიტეტში

“აუდიტორია115” ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს და წყვეტს აქციას უნივერსიტეტში, – ამის შესახებ განცხადება “აუდიტორია 115”-ის წევრმა დეა მინაძემ გააკეთა. სტუდენტების განცხადებით, პრემიერი მათ დაპირდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და მათთან ითანამშრომლებს.

„აუდიტორია 115“-ში სტუდენტები პრემიერს კვირის ბოლოს ელოდებიან. ასევე, „აუდიტორია 115“ -ის წევრები სუს-ის მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობენ.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პრემიერისგან ამ საკითხზეც მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატიათსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას ეხმაურება