აუდიტორია 115 ხელისუფლებას 6 საათამდე ვადას აძლევს- პროტესტი თსუ-ში

თსუ-ში პროტესტი განახლდა. აუდიტორია 115 უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მათი წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ. მოძრაობა ხელისუფლებას მიმართავს და დღეს, 18 საათამდე აძლევს დროს გამოხატოს პოზიცია, თვითმმართველობის გაუქმების თაობაზე.

აუდიტორია 115-ის წევრებმა გვიან ღამით სტუდენტური თვითმმართველობის ოთახის მიმდებარე ტერიტორიაც დაიკავეს.მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებენ თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი, თუმცა მომხდარში ისინი აუდიტორიის 115-ის წევრს ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზთან, გუშინ მოხდა, ეს სათვალთვალო კამერითაც არის გადაღებული.მომხდარ ფაქტზე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეთიკის კომისია იმსჯელებს. არ არის გამორიცხული დამნაშავეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეს.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “თალიბანმა” ახალი ლიდერის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიათსუ-ს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს